Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა მხოლოდ დავალიანების სრულად დაფარვის და სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 1/3-ის გადახდის შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადახდილი უნდა იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე. დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე, სტუდენტის მიერ სრულად უნდა იქნეს სწავლის საფასურის დავალიანება დაფარული. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დასკვნით გამოცდებზე არ დაიშვება“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი        ჯაბა სამუშია